ერდოღანი: მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოს, იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ ერდოღანი: მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოს, იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ />


  13:30:55     13-12-2017

ერდოღანი: მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოს, იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ

a74369.jpg

თურქეთის პრეზიდენტი ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს და იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარების ინიციატივით გამოდის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით საერთაშორისო ნორმები ფეხქვეშ გათელა.

„ყველასათვის ცხადია, რომ იერუსალიმი ისრაელის ოკუპაციის ქვეშაა. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. ებრაელი სამხედროები ციხეებში ბავშვებს სვამენ. მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოს იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ,“-აცხადებს ერდოღანი.
0

ავტორი: