პარლამენტი დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს პარლამენტი დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს />


  10:52:31     13-12-2017

პარლამენტი დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს

a74357.jpg

პარლამენტი დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე კენჭისყრა. რაც შეეხება ოპოზიციურ ფრაქციებს, პროექტს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

„ტრადიციულად აგრძელებს მთავრობა იმ სფეროების დაფინანსებას, რომელიც არ არის პრიორიტეტული ან არ შეიძლება დაფინანსდეს, რადგან ეს ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს და არ ხმარდება არც ქვეყნის განვითარებას და არც ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბიუჯეტში დიდია დეფიციტი და ეს არის რისკის შემცველი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რაც იწვევს ფასების ზრდას და ლარის შემდგომ გაუფასურებას,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

საკუთარი ინიციატივების წარდგენას გეგმავს საპარლამენტო უმცირესობაც. დეპუტატები კოლეგებს თანხების დაზოგვისა და რესურსის სოციალური მიმართულებით გადანაწილებასთან დაკავშირებით, მათ მიერ შემუშავებულ სქემას გააცნობენ.

„ამ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის სარკეა არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი. სამწუხაროდ, 2018 წლის ბიუჯეტი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს წინა წლების ბიუჯეტებს და სწორედ იმ ბიუჯეტებიდან არაეფექტური ხარჯები გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ საყოველთაო გაჭირვებისა, რაშიც ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი იმყოფება,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე არ არის ასახული აღმასრულებელი ხელისუფლების რესტრუქტურიზაციის შესაბამისი ცვლილებებიც. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, საბოლოო სახე დოკუმენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა მიიღოს. 0

ავტორი: