მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, გავხდე უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, გავხდე უკრაინის პრემიერ-მინისტრი />


  10:32:46     13-12-2017

მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, გავხდე უკრაინის პრემიერ-მინისტრი

a74355.jpg

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა. 

„პოროშენკო სულ მიანიშნებდა იაცენიუკს, რომ მე შემდეგი პრემიერ-მინისტრი ვარ, მაგრამ როდესაც მე ამის შესახებ გავიგე, მაშინვე ვკითხე - ნუთუ ეს მართალია? მან კი მითხრა: რატომაც არა? ამაზე მე ვუპასუხე: არა!“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ამბიციები არ აქვს.

„მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა უკრაინის ნორმალურ მთავრობაზე. მე არასდროს ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე, არც ერთ შემთხვევაში. ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს უკრაინელი, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა. 0

ავტორი: