10:21:00     13-12-2017
შეიარაღებული პირმა დადიანის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა
წუხელ შეიარაღებული პირი დადიანის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა.
შემთხვევის დროს შენობაში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომელთაც თავდამსხმელის განეიტრალება საკუთარი ძალებით მოახერხეს და ადგილზე სამართალდამცველების მისვლამდე დააკავეს.
შემთხვევის დროს გაისმა ერთი გასროლის ხმაც, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
0