18:00:37     12-12-2017
სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა.
„უკრაინის პროცესუალური კოდექსის 133-ე და 135-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი 2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უნდა გამოცხადდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში“, - ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურორმა დომბროვსკიმ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაკითხოს.
0