„ნაგავი ჩემია და როდესაც მინდა მაშინ გავიტან“ - პასუხი კალაძის ინიციატივაზე „ნაგავი ჩემია და როდესაც მინდა მაშინ გავიტან“ - პასუხი კალაძის ინიციატივაზე />


  15:37:29     12-12-2017

„ნაგავი ჩემია და როდესაც მინდა მაშინ გავიტან“ - პასუხი კალაძის ინიციატივაზე

a74329.jpg

თბილისის მერი კახი კალაძე თბილისილებს მოუწოდებს რომ საპილოტე პროგრამის დაწყების შემთხვევაში ნაგავი სახლებიდან ღამის საათებში გაიტანონ.

არჩეულმა მერმა, ეს განცხადება სრულიად სერიოზულად გააკეთა. მისი აზრით, თუ დედაქალაქის მცხოვრებნი ნაგავს ღამე გაიტანენ, ამით, შესაძლოა, ქალაქს საცობების განტვირთვაში დაეხმარონ.

[I=2]„საცობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, განსაკუთრებით, როცა ნაგვის მანქანები დღის განმავლობაში გადაადგილდება. 

გარკვეულწილად, დაბრკოლებას ქმნიან და იქმნება საცობები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ კონკრეტული რაიონი, კონკრეტული ქუჩები, ცენტრალურ ქუჩებს ვგულისხმობ და ვნახოთ შედეგი. 

მაგრამ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომაც, რადგან თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში“,– განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაგავი ჩემია, როდესაც მინდა მაშინ გავიტან“, - ასე ეხმაურება მერის ოდნავ მოულოდნელ მოსაზრებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან გახელაძე სოციალურ ქსელში.

მართლაც, გაუგებარია, რატომ და როგორ უნდა შეუზღუდო ადამიანს ნაგვის სახლიდან გატანა? 

წარმოიდგინეთ, სახლში დაგიგროვდათ ნაგავი, თუმცა, ელოდებით დაღამებას, რადგან უფლება არ გაქვთ გაიტანოთ და იმ ლურჯ ურნაში ჩაყაროთ, რომელიც ქალაქის ქუჩებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

მერის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ თბილისის საკრებულოშიც. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, „გაუმართლებელია ადამიანს ნაგვის გადაყრა შეუზღუდო“. 
0

ავტორი: