15:11:41     12-12-2017
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილს საქართველოში რაიმე ბენეფიტის მიღების შანსი არა აქვს

„საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი არის წარსული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს საქართველოში რაიმე ბენეფიტის მიღების შანსი არა აქვს.
„საბედნიეროდ, სააკაშვილი არის ნეგატიური წარსული ამ ქვეყნის გამოცდილებაში, მას შანსი რაიმე პოზიტივი მოიპოვოს და რაიმე ბენეფიტი მიიღოს საქართველოში არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამაზე პასუხი გასცა 2012 წელს და ყველა შემდგომ არჩევნებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
0