14:41:02     12-12-2017
ეკა ბესელია: იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტიურა

"იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტიურა." - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
ეკა ბესელიას იმედი აქვს, რომ ამ ავანტიურას უკრაინა არ წამოეგება.
"პოლიტიკური თვალსაზრისით ის, რაც ხდება ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანაში, დრამატული სურათია, ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, რადგან იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტიურა. ეს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ამ ავნტიურას არ წამოეგება"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საყურადღებოა ბრალდება - რუსულ კავშირებთან სააკაშვილის ბმა, რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა ეს დადასტურდება თუ არა, სასამართლოს საქმეა და სასამართლო განსჯის, მაგრამ ეს მაინც არის საყურადღებო.
"მთელი ეს პროცესი ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადებები. პოლიტიკური გუნდი და პარლამენტი, ბუნებრივია, ამ პროცესებში არ ჩავერევით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
0