"ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მიშას ყველანაირი ზომების გარეშე გაუშვებდნენ" "ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მიშას ყველანაირი ზომების გარეშე გაუშვებდნენ" /> "/> " />


  09:46:24     12-12-2017

"ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მიშას ყველანაირი ზომების გარეშე გაუშვებდნენ"

a74304.jpg

ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მიშას გაუშვებდნენ ყველანაირი ზომების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგადად, ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და მიხაროდა, რომ მიშა ასე მხნედ და ყოჩაღად იყო, მაგრამ ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ გაუშვებდნენ საერთოდ, ყველანაირი ზომების გარეშე. ეს არის ძალიან კარგი ამბავი - ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ არის იმედი უკრაინისთვის“, -აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

0

ავტორი: