18:05:57     11-12-2017
თამარ ჩუგოშვილი: პოლიტიკური ნიშნით, არც არავის გათავისუფლება უნდა მოხდეს და არც – დაჭერა

„პოლიტიკური ნიშნით, არც არავის გათავისუფლება უნდა მოხდეს და არც – დაჭერა. ეს უნდა მოხდეს სამართლებრივად“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა Presa.ge-ს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ლატვიელი ევროპარლამენტარის მოთხოვნას გამოეხმაურა.
,,რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, დადგენილი არის გადაწყვეტილებაში გარკვეული მუხლების დარღვევა, თუმცა გადაწყვეტილებაში არავითარი მითითება არ არის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თემაზე მინისტრთა კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად მინისტრთა კომიტეტი დაადგენს კონკრეტულ ზომებს, თუ რა უნდა განახორციელოს საქართველომ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება შესრულებულად ჩაითვალოს. ამიტომ მინისტრთა კომიტეტი რასაც დაადგენს, იმას შეასრულებს საქართველო. თვითონ გადაწყვეტილებაში გათავისუფლების თაობაზე მითითება და მოთხოვნა საქართველოს მხარის მიმართ არ არის”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ესტონეთის პარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი.
მათი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივებისა და ოპონენტების დევნისთვის გამოიყენა, შეუთავსებელია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან.
0