ბარამიძე სააკაშვილის ექსტრადიციაზე: რაიმე ახალი ინფორმაცია ამის თაობაზე არ გამაჩნია ბარამიძე სააკაშვილის ექსტრადიციაზე: რაიმე ახალი ინფორმაცია ამის თაობაზე არ გამაჩნია />


  16:44:05     11-12-2017

ბარამიძე სააკაშვილის ექსტრადიციაზე: რაიმე ახალი ინფორმაცია ამის თაობაზე არ გამაჩნია

a74284.jpg

შედგა თუ არა კონტაქტი საქართველოს და უკრაინის იუსტიციის სამინისტროებს შორის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეს ინფორმაცია არ აქვს. 

​როგორც ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავს იკავებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან. 

ალექსანდრე ბარამიძის თქმით, სააკაშვილის მიმართ საქართველოში ოთხ საქმეზე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ შეიცვლება.

„ამის საფუძველზე ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა იყო გაგზავნილი გარკვეული ხნის წინ. რაიმე ახალი ინფორმაცია ამის თაობაზე არ გამაჩნია,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

0

ავტორი: