"მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში" "მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში" /> "/> " />


  16:36:57     11-12-2017

"მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში"

a74283.jpg

„არანაირი პოლიტიკური შეთანხმება, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი საქართველოში დაჩქარდეს, უკრაინის მხარესთან არ არსებობს.“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, სააკაშვილის საკითხი სამართლებრივად განიხილება და პოლიტიკური ინტერესი აღნიშნულთან მიმართებაში არ არსებობს.

„არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში. არანაირი ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინაში, პიჩორის ოლქის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

0

ავტორი: