ერდოღანი: ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა ერდოღანი: ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა />


  13:40:23     11-12-2017

ერდოღანი: ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა

a74268.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის ისრაელი გააკრიტიკა და ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენია.

ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ ვერ მოისმენს მორალის ლექციებს იმ ქვეყნის ლიდერისგან, სადაც ჟურნალისტებს აკავებენ და ქურთულ სოფლებში საკუთარ მოსახლეობას ბომბავენ.

იერუსალიმის ცენტრში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს. თავდამსხმელი, რომელიც პალესტინელი აღმოჩნდა, შემთხვევის ადგილზევე დაკავეს. დანით დაჭრილი სამართალდამცველი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეგიონში უკვე ერთი კვირაა დაძაბული ვითარებაა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, პალესტინელებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორს შეტაკებები მიმდინარეობს.
0

ავტორი: