"ქართული მარშის" სამი წევრი დააკავეს "ქართული მარშის" სამი წევრი დააკავეს /> "/> " />


  11:02:19     11-12-2017

"ქართული მარშის" სამი წევრი დააკავეს

a74255.jpg

სამართალდამცველებმა "ქართული მარშის" სამი წევრი დააკავეს. ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ.

შემთხვევა 9 დეკემბერს, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ვლადიმერ სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე ღამის საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. 

ჩატარებული ალკოტესტის მიხედვით, ანზორ ფორჩხიძეს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა, ხოლო ირაკლი დოლენჯაშვილმა და ვლადიმერ სადღობელაშვილმა ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.

საქალაქო სასამართლომ დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სადღობელაშვილს 12 დღე-ღამე პატიმრობა შეუფარდა. 0

ავტორი: