იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებები მიმდინარეობს />


  16:34:40     07-12-2017

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებები მიმდინარეობს

a74192.jpg

პალესტინელთა მუქარისა და მუსლიმანური სამყაროს პროტესტის ფონზე ისრაელმა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო და შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დამატებით რამდენიმე ბატალიონი გაიგზავნა.  ებრაელი ჯარისკაცების გამოჩენას ადგილობრივთა უკმაყოფილება მოჰყვა.

პალესტინელებმა სამხედროებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, სპეცრაზმელებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ამ დრომდე გრძელდება. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დახურულია სავაჭრო დაწესებულებებიც.

0

ავტორი: