15:21:56     07-12-2017
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აშშ-ის მთავარი მოკავშირეები გმობენ
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეები გმობენ. საუდის არაბეთმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.
საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ კი, მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.
პალესტინელებმა ხვალინდელი დღე "შავ პარასკევად" გამოაცხადეს და მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავენ. დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად საგანგებო მიმართვის დროს აღიარა, მის ამ ნაბიჯს ისრაელმა ისტორიული უწოდა.
0