12:40:00     07-12-2017
გაერო იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს
გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხვალ სხდომას გამართავს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.
აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.
ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.
0