12:19:59     07-12-2017
"უნდა დავფიქრდეთ" - რას აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით?

უნდა დავფიქრდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რაც ქართელ ხალხს გააჩნია.
“საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ მძლავრი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი, სანამ რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მით უმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიაროს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
0