კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებამდე მიაღწია კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებამდე მიაღწია />


  10:59:20     07-12-2017

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებამდე მიაღწია

a74173.jpg

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებამდე მიაღწია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ტყეში სწრაფად ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი და დაშავებულია პოლიციელი.
რამდენიმე ათასი სახლი ლოს-ანჯელესის მახლობლად აუცილებელი ევაკუაციის ზონაშია.
სტიქიის დაწყებიდან დღემდე უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

0

ავტორი: