15:35:38     06-12-2017
ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„თუკი ჩვენ გვსურს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი საერთო ერთიანი ხედვით უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური სამსახური. არ გეგონოთ, რომ მე გთავაზობთ რაღაც დიდ სტრუქტურას ან დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს. ეს შეიძლება იყოს 15-20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოახდინოს სხვადასხვა სამინისტროს მიერ განსაზღვრული, გაანალიზებული ხედვის გაერთიანება და ამის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების მიწოდება მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის, შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
0