„საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო არ ექნება“ „საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო არ ექნება“ />


  15:06:35     06-12-2017

„საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო არ ექნება“

a74144.jpg

„ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო, როგორც მაკოორდინირებელი ორგანო, არ ექნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. 

მისი  თქმით, ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უსაფრთხო არიან: ლატვია, მოლდოვა, ხორვატია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქეთი - ასეთი საბჭო გააჩნია. 

„რა მოსაზრება აქვს ჩვენ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ნატოში, საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით?“ - განაცხადა კაპანაძემ. 

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების  მიხედვით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანო მთავრობა იქნება. 

როგორ ცნობილია, ახალი რედაქციის კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, უქმდება უშიშროების საბჭოც. 0

ავტორი: