12:47:28     06-12-2017
სანდრა რულოვსი: მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი კიევში იმყოფება. რამდენიმე წუთის წინ, მან რადასთან შეკრებილ აქტივისტებს მიმართა.
„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ ჩემი ქმრის დაკავებისას ადგილზე იმყოფებოდა, ნამდვილი გმირია.
მინდა ვთქვა, რომ გამარჯვება აუცილებლად მოვა, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი ხდება, უბრალოდ მინდა რომ ეს ბრძოლა უსისხლოდ დამთავრდეს“ - აღნიშნა მან.
რამდენიმე წუთის წინ ოდესის ყოფილი გუბერნატორი რადას მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა. საკანონდმებლო ორგანოსთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.