ღირსების მანიფესტაცია - ამ ლოზუნგით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეს საპროტესტო მსვლელობას გამართავს ღირსების მანიფესტაცია - ამ ლოზუნგით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეს საპროტესტო მსვლელობას გამართავს />


  12:29:20     06-12-2017

ღირსების მანიფესტაცია - ამ ლოზუნგით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეს საპროტესტო მსვლელობას გამართავს

a74140.jpg

ღირსების მანიფესტაცია - ამ ლოზუნგით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეს საპროტესტო მსვლელობას გამართავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად, კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებენ. მსვლელობა ზუსტად 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან დაიწყება.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ.
„პოროშენკომ, ივანიშვილმა და პუტინმა განიზრახეს, რომ მიშა გამოამწყვდიონ ციხეში იმიტომ, რომ მათ არ უნდათ სიმართლის მოსმენა. მაგრამ, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ სამი კი არა, მთელი მსოფლიოს ოლიგარქები, რომ გაერთიანდნენ, ისინი ვერ შეაჩერებენ ხალხის ხმას და ხალხის ნებას. სწორედ ამან იხსნა გუშინ მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ხალხის ძალით და ხალხის ნებით, ის აუცილებლად დაასრულებს თავის ბრძოლას გამარჯვებით, ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, ბრძოლას ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის, ჯერ უკრაინაში და ღრმად ვარ დარწმუნებული, შემდგომ საქართველოში,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მისივე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, იანუკოვიჩის გზას დაადგა. ბოკუჩავა ამბობს, რომ პოროშენკო, ივანიშვილი და ყველა სხვა პირი, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებს.

0

ავტორი: