მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო დეპარტამენტში მისვლას არ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო დეპარტამენტში მისვლას არ აპირებს />


  10:01:04     06-12-2017

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო დეპარტამენტში მისვლას არ აპირებს

a74132.jpg

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო დეპარტამენტში მისვლას არ აპირებს.
ზუსტად ერთ საათში იწურება, ის დრო, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა მისცა მიხეილ სააკაშვილს მათთან ნებაყოფლობით მისასვლელად.

მისი ადვოკატის განცხადებით, მათ ოფიციალური ცნობა ამის შესახებ არ მიუღიათ.

„განცხადება, რომ ის მიმალვაში იმყოფება უსაფუძვლოა“-აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.

კიევში რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები და პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებიან. იგეგმება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციაც.

აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სპეციალური ბარიერების აგებას დილიდან ცდილობენ. ადგილზე მიტანილია საბურავები. მათი თქმით, ბარიკადების აგების მიზეზი სამართალდამცველების მოსალოდნელი თავდასხმებია, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
0

ავტორი: