დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო />


  09:45:35     06-12-2017

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო

a74131.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივად ცნო.

მანამდე, ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბას, იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის და საუდის არაბეთის მეფე სალმანს. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი რეგიონში კონფლიქტს გაამწვავებს. არაბი ლიდერების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მუსლიმების მიმართ აშკარა პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს. მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯერჯერობით თელ-ავივში დარჩება და იერუსალიმში არ გადავა.

აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს. 0

ავტორი: