17:02:31     05-12-2017
სოფო კილაძე ე.წ. უდოს კომისიის წევრი გახდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ე.წ. უდოს კომისიის წევრად კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აირჩია.
რეგლამენტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი ირჩევა. ე.წ. უდოს წევრობა როტაციას ექვემდებარება.
ადგილობრივი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიზნით არჩეული პარლამენტის წევრი როტაციას ყოველი ერთი წლის შემდეგ ექვემდებარება.
0