16:13:42     05-12-2017
იემენში შეტაკებების დროს,234 ადამიანი დაიღუპა
იემენის დედაქალაქ სანაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებების დროს, ბოლო 4 დღის განმავლობაში, სულ მცირე 234 ადამიანი დაიღუპა, 400-მდე კი დაიჭრა.
წითელი ჯვრის ცნობით, ქალაქში სიტუაცია უკიდურესად დაძაბული და დაშავებულებისთვის დახმარების აღმოჩენა გართულებია, ვინაიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ქალაქში გადაადგილება უჭირთ.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ჰუსიტების დაჯგუფება "ანსარ ალა" და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი, მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია და არაბული ქვეყნების კოალიცია.
4 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს. სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეომასალაც გავრცელდა.
0