14:15:30     05-12-2017
დიმიტრი პესკოვი-ეს არის თავისტკივილი, რომელსაც მტერსაც არ ვუსურვებდი
კრემლი ყურადღებით აკვირდება კიევში სააკაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის თავისტკივილი, რომელსაც მტერსაც არ უსურვებდა. „ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ეს არის თავისტკივილი, რომელსაც მტერსაც არ ვუსურვებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს ჩვენ მტრად არ მივიჩნევთ“ - თქვა დიმიტრი პესკოვმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილს დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დამალვა ედება ბრალად, რაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0