13:44:32     05-12-2017
სანდრა რულოვსი: სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი კიევში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!“- წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს, თუმცა მისი მხარდამჭერები სპეცრაზმს დაკავებულის ადგილიდან გაყვანის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.
0