მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება />


  13:40:53     05-12-2017

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

a74100.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

მას ედავებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რომელიც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სახლში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი დაკავებისას, კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

0

ავტორი: