11:23:08     05-12-2017
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი-გამორიცხული არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დეპორტაცია მოხდეს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, გამორიცხული არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დეპორტაცია მოხდეს. ამის შესახებ მან ტელეარხ NewsOne-ს განუცხადა.
„ამის საშიშროება მართლაც არსებობს. არსებობს ორი რისკი: არაკანონიერი გაძევება უკრაინიდან ან შესაძლო დაკავება. მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება“, - განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.
0
ავტორი: