17:44:54     04-12-2017
დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები აღარ გაერთიანდება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის სამსახური უსაფრთხოების სამსახურს აღარ შეუერთდება.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
“დღეს მივმართეთ ბიუროს, გამოთხოვნილ იქნა ის კანონები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. მიმდინარეობდა კონსულტაციები მთავრობის შიგნით, ასევე პარლამენტთან და მიღებულია მსგავსი გადაწყვეტილება.
არგუმენტაციაზე ვერაფერს გეტყვით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება”, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
0