13:30:39     04-12-2017
კობა გვენეტაძე: რა თქმა უნდა, გვაქვს ჯანსაღი კამათი მთავრობასთან

„რა თქმა უნდა, გვაქვს ჯანსაღი კამათი მთავრობასთან“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციაზე საუბრისას განაცხადა.
კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ არ დაფიქსირდა უწყების მკაცრი პოზიცია აქციზის გაზრდის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გამო.
ამის საპასუხოდ, კობა გვენეტაძემ კი აღნიშნა, რომ ამაზე ბანკმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ მოსალოდნელი იყო ინფლაციის გაზრდა.
ხათუნა გოგორიშვილის რეპლიკის შემდეგ, რომ კონსულტაციები მთავრობასთან „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს, კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ „არა მხოლოდ ოცნების ოფისში“.
დღესვე, სხდომაზე გამოსვლისას, სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.
0