11:33:58     04-12-2017
პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.
ჯგუფის შეხვედრაზე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა მოხდება. შეხვედრაზე მიწვეულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
0