პრემიერ-მინისტრი: კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება პრემიერ-მინისტრი: კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება />


  11:27:44     04-12-2017

პრემიერ-მინისტრი: კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება

a74034.jpg

თბილისში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია - "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერმინისტრმა მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.

პრემიერმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების უფლებები.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა, რომლის შეჩერების ერთადერთი საშუალება საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციაა.  

„აღსანიშნავია უსაფრთხოების საერთო გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლოში, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მოგეხსენებათ, კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ამავდროულად, მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ამასთან ერთად, საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მეტი ჩართულობა შეიძლება დაუპირისპიროთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კონფერენციაში 17 ქვეყნის კანონმდებლები მონაწილეობენ. ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმები.

კობახიძემ მაგალითის სახით, საკონსტიტუციო რეფორმა დაასახელა, რომლის საფუძველზეც მისი თქმით, საქართველო ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად ყალიბდება.

„საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს შიდა რეფორმებს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ქვეყანაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმები, განხორციელდა წარმატებით საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხორციელდება დეცენტრალიზაციის რეფორმა, უმნიშვნელოვანესი რეფორმების ხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  0

ავტორი: