თამარ ჩუგოშვილი: გამოკითხული პირების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან თამარ ჩუგოშვილი: გამოკითხული პირების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან />


  10:53:25     04-12-2017

თამარ ჩუგოშვილი: გამოკითხული პირების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან

a74026.jpg

„საზოგადოების ცნობიერების პრობლემაზე მიუთითებს ის, გამოკითხულთა დიდი ნაწილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა  ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განუცხადა. 

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ძალიან მძიმე ყველა ჩვენგანისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, მთავარი სამუშაო გამოძიებას აქვს ჩასატარებელი და მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ გამოკითხული პირების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ეს მეტყველებს, რომ არა მხოლოდ კანონის ან სახელმწიფოს პრობლემაა ეს ყველაფერი, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა, მისი ცნობიერების. აუცილებელია თანამშრომლობა გამოძიებასთან იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება იმას, დგას თუ არა დღის წესრიგში კანონმდებლობის გამკაცრება არასრულწლოვნების მიმართ, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ის რეპრესიულ კანონმდებლობას არ ემხრობა.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. 

ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს. 

პოლიციამ ერთი მოზარდი, რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდის დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. 0

ავტორი: