10:29:47     04-12-2017
ტრამპმა თეთრ სახლში შობის აღნიშვნის ტრადიცია შეცვალა
BBC-მ 5 მიზეზი დაასახელა იმისა, თუ რატომ შეიძლება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი შობა უნიკალურად ჩაითვალოს.
შობა მადლიერების დღემდე
ტრადიციულად თეთრ სახლში ნაძვის ხე პრეზიდენტის ოჯახისთვის მადლიერების დღის შემდეგ მიაქვთ. ათწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია არ შეცვლილა.წელს კი თეთრ სახლში ნაძვის ხე მადლიერების დღემდე 3 დღით ადრე მიიტანეს. ეს კი სავარაუდოდ, იმის გამო მოხდა, რომ მეორე დღეს ტრამპი ფლორიდაში უნდა გამგზავრებულიყო.
არანაირი "ბედნიერი დღესასწაულები"
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი შეწუხებული აცხადებდა, რომ მალე ადამიანები იტყვიან ნაცვლად გამოთქმისა "მრავალ შობას" პოლიტკოქრექტულ ფრაზას - "დღესასწაულს გილოცავ" ოქტომბერში მან თავის მხარდაჭერებს განუცხადა, რომ პირობა შეასრულა. "ჩვენ კვლავ გვსურს ბედნიერი შობა" - თქვა ტრამპმა.
განსაკუთრებული საჩუქარები ხალხისთვის
ეს ის საჩუქარი არ არის, რომელიც შესაძლოა ნაძვის ხის ქვეშ იპოვოთ. გადასახადების შემცირებას ქაღალდში ვერავინ შეფუთავს. თუმცა ამ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტმა ზუსტად ასე უწოდა: "არაჩვეულებრივი, დიდი და ლამაზი საშობაო საჩუქარი ამერიკელებს".ეს გეგმა უკვე რეალობად იქცა, რადგან სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
არავითარი შინაური ცხოველების ფოტოები
ტრამპი 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, ვისაც შინაური ცხოველი არ ჰყავს. ამიტომ ის ფაქტი, რომ არ არსებობს ფოტო წარწერით, "აშშ-ის პირველი ძაღლი", შეიძლება თეთრი სახლის ტრადიციების დარღვევის კიდევ ერთი "ნიშანი" იყოს.
მედია დღესასწაულის გარეშე დარჩება
ტრამპის წინამორბედები დეკემბერში ტრადიციულად პრესკონფერენციას მართავდნენ. თუმცა დონალდ ტრამპი სავარაუდოდ, ასე არ მოიქცევა.
0