ცოლზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 27 წლის მამაკაცი დააკავეს ცოლზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 27 წლის მამაკაცი დააკავეს />


  23:51:16     03-12-2017

ცოლზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 27 წლის მამაკაცი დააკავეს

a74017.jpg

წნორში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით,  27 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში წნორში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.  

0

ავტორი: