12:39:37     03-12-2017
ქუთაისში 17 წლის მოზარდი მოკლეს
ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს.
წუხელ, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე დაჭრილი ახალგაზრდა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს.
საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
შსს-ს ცნობით, წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.
0