ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა />


  14:36:48     02-12-2017

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

a74006.jpg

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

ინფორმაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე ადასტურებს.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

0

ავტორი: