17:23:05     01-12-2017
სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის თამარ ზედგენიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას მიყენებული ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
როგორც ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მყოფმა თამარ ზედგენიძემ განუცხადა, შემთხვევის ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს ორი დაჭრილი არასრულწლოვანი დახვდათ.
„ამ ეტაპზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს, 14.10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ხორავას #4-ში მოხდა დაჭრა, რის საფუძველზეც ოპერატიულად, ისევე როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ ადგილზე, დადასტურდა აღნიშნული ფაქტი, შემთხვევის ადგილზე დაგვხვდა დაჭრილი არასრულწლოვნები, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. საავადმყოფოში გადაყვანისას ერთი პირი გარდაიცვალა”, - განაცხადა ზედგენიძემ.
0