14:54:57     01-12-2017
"მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი კონტროლდება, ეს არ გამორიცხავს, რომ ვინმე შეიძლება იყოს უკანონოდ შემოსული"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის სანდოა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზღვრები კონტროლდება, თუმცა იმის თქმა, რომ უკანონო შემოსვლა არ მოხდება, გამორიცხულია.
„შინაგან საქმეთა მინისტრი ფლობს ინფორმაციას საზღვრებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია სარწმუნოა ჩემთვისაც, რომ ის პირები საზღვრის კვეთით არ შემოსულან. დიახ, საზღვრები კონტროლდება, მაგრამ იცით სპეციფიკა რეგიონში, ასევე საზღვრებთან დაკავშირებით რეალობა რაც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი კონტროლდება, ეს არ გამორიცხავს, რომ ვინმე შეიძლება იყოს უკანონოდ შემოსული. იმის თქმა, რომ ვერავინ შემოვა, გამორიცხულია. საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდება, მაგრამ იმის გამორიცხვა, რომ ასეთი რამ არ ხდება, იქნება ტყუილი საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
გამოძიება მუშაობს, როგორ მოხდა მათი ქვეყანაში შემოსვლა, რომ მოხდეს მეტად კონტროლი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
0