ირაკლი კობახიძე: უხერხული ის იყო, რაც ხდებოდა ამ ორგანოში 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ირაკლი კობახიძე: უხერხული ის იყო, რაც ხდებოდა ამ ორგანოში 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით />


  14:19:22     01-12-2017

ირაკლი კობახიძე: უხერხული ის იყო, რაც ხდებოდა ამ ორგანოში 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით

a73993.jpg

"საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით უხერხული ის იყო, რაც 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ხდებოდა." 

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით. 

„საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, მე მგონი, უხერხული ის იყო, რაც ხდებოდა ამ ორგანოში 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, როდესაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა ყოფილ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოზე. ეს იყო ცოტა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ უხერხული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის საკითხის გადადება მოითხოვა, რაც პარლამენტმა არ გაიზიარა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ევა გოცირიძის კანდიდატურა უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა წარადგინეს. 

​პარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, ევა გოცირიძე ლალი ფაფიაშვილის ადგილს დაიკავებს, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება. 0

ავტორი: