14:03:11     01-12-2017
სუსი ერთ-ერთ ლიკვიდირებულზე: დადასტურდა რომ ჩატაევია

სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობვის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ერთერთი პირი ახმედ ჩატაევია.
გიორგობიანმა ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ შემოვიდა ძებნილი და საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფი ჩატაევი საქართველოში.
მისივე განცხადებით, "ჯერჯერობით ცნობილი არ არის დანარჩენი ორი გარდაცვლილი პირის ვინაობა". "მათ არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები", - ამბობს სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
0