10:36:43     01-12-2017
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რექს ტილერსონის შესაძლო გათავისუფლებას უარყოფს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რექს ტილერსონის შესაძლო გათავისუფლებას უარყოფს, - ამის შესახებ ბრიტანული Guardian-ი წერს.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ტილერსონის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ მან მკაფიო პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ტილერსონი თეთრ სახლში იყო.
თავის წყაროზე დაყრდნობით, New York Times-მა კი დაწერა, რომ რექს ტილერსონს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი მარკ პომპეო შეცვლის. პომპეოს ადგილს კი დემოკრატი სენატორი ტომ კოტონი დაიკავებს.
გამოცემის წყარო არ აკონკრეტებს, მიიღო თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყეტილება ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებთან უკვე შეთანხმებულია.
რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ივლისის ბოლოსაც გავრცელდა. მედიამ ამის მიზეზად სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის არსებული უთანხმოება დაასახელა. თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა და თავად რექს ტილერსონმაც უარყვეს.
0