10:23:25     01-12-2017
გიორგი გახარია ახმედ ჩატაევზე: არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ეს პიროვნება

მოხდა თუ არა ისნის სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის ლიკვიდირება, სპეცოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ ვერსიებზე საუბრობს. კითხვა, თუ როგორ გადმოკვეთა საქართველის სახელმწიფო საზღვარი შეერთებული შტატების მიერ ტერორისტთა სიაში შეყვანილმა პირმა, პასუხგაუცემელია.
„არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ეს პიროვნება. მიმდინარეობს გამოძიება, თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. უმრავლესობა კი, ნდობის ჯგუფის ფორმატში ვახტანგ გომელარის შეხვედრას ელოდება.
0