19:30:18     30-11-2017
ლუბლიანაზე მამაკაცმა ცოლი დაჭრა და პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა
ამ წუთებში ლუბლიანას ქუჩაზე სამართალდამცველების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. გავრცელებული ცნობით, ადგილზე პატრული ქალმა გამოიძახა, რომელიც ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა.
საპატრულო ეკიპაჟების ადგილზე გამოჩენის შემდეგ კი მამაკაცმა პატრულის და ცოლის მისამართით ცეცხლი გახსნა.
დაჭრილია ქალი და ასევე მისი ქმარიც, რომელსაც სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
0