Reuters: თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია Reuters: თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია />


  10:28:52     29-11-2017

Reuters: თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია

a73916.jpg

Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია.

„ჩვენი ვარაუდით, ერთ-ერთი მოკლული შეიარაღებული პირი შესაძლოა ახმედ ჩატაევი ყოფილიყო“, - ამის შესახებ გამოცემას სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. 

მისი თქმით, საბოლოო დასკვნების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ და „გამოძიების პროცესში აშშ-ს შესაბამისი სპეცსამსახურები ჩაერთვებიან“.

კიდევ ორმა წყარომ, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს, „როიტერსს“ აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩატაევი იყო“, - განაცხადა ერთმა წყარომ.

„ჩემი ინფორმაციით, იქ ჩატაევი იყო... მან თავი აიფეთქა“, - აღნიშნა მეორე წყარომ.
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ტერორიზმში სამი ეჭვმიტანილი, დაიღუპა ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე საედ დუდაევი. 0

ავტორი: