ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა />


  10:25:20     29-11-2017

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

a73915.jpg

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ოფიციალური ფხენიანის თქმით, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, მეტიც, რაკეტას შეუძლია, აშშ-ის ტერიტორია დაფაროს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რაკეტა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოსცადეს იაპონიის წყლებში დაეშვა, რამაც მეზობელი ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია.

12 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, მათ შორის ჩინეთმა და რუსეთმაც.

3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. 0

ავტორი: