„საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან“ „საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან“ />


  17:49:38     28-11-2017

„საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან“

a73910.jpg

„საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან და მისთვის გამოტანილ განაჩენთან“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელიამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. 

​მისი თქმით,  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს და არ ცვლის საქართველოს ეროვნულ დონეზე მიღებული არც ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებას.

„გადაწყვეტილება დეტალურად არ მინახავს და თემის სიღრმეებში არ შევალ. თუმცა ვიტყვი, რომ ევროსასამართლომ პატიმრობის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა, არ დაადასტურა, არ გაიზიარა. ასევე, პატიმრობის გამოყენების კანონიერებაზე თქვა, რომ ეს იყო კანონიერი და რაც შეეხება საკნის ეპიზოდს, აქ დამაჯერებლად მხოლოდ ის არგუმენტები მიიჩნია, რაც დაცვამ წარადგინა. ეს არ ეხება არც გამამტყუნებელ განაჩენს, არც მის ბრალეულობას, არც პოლიტიკურ მოტივებს, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც გავლენას ვერ ახდენს ვერც პატიმრობის კანონიერებაზე, ვერც ბრალეულობაზე მისი დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე ევროსასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება. საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან და მის გამოტანილ განაჩენთან.

გავლენას არ ახდენს და არ ცვლის საქართველოს ეროვნულ დონეზე მიღებული არც ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებას. ამ მხრივ ევროპულ სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის ასე სამართლებრივ ენაზე და რაც შეეხება პოლიტიკურ ენას, ამას პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ სამწუხაროდ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და არა ისე, როგორც ეს შეიძლება იყოს მართებული და ობიექტური“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

0

ავტორი: